უცხოეთი
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ სირიის ტერიტორიაზე იერიშის მიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებზე მას ერაყის ხელისუფლებამ სთხოვა. ამის შესახებ საუბარია გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი სამანტა პაუერის წერილში, რომელიც მან ორგანიზაციის გენმდივან ბენ კი მუნს გაუგზავნა. დიპლომატის თქმით, ბაღდადმა „აშკარად მიანიშნა“, რომ სერიოზულ საფრთხეს შეეჯახა სირიის ტერიტორიიდან ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების ხანგრძლივი შეტევების გამო.