"თავისუფალი ზონის" ოფისთან კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს!
საქართველო, 24 სექტემბერი,
საქინფორმი. თავისუფალი ზონის ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა
"თავისუფალი თაობის" კიდევ ექვსი წევრი დააკავეს. სამართალდამცავებმა ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციის მონაწილეებმა "თავისუფალი ზონის" ოფისის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს. "თავისუფალი თაობის" წევრები "თავისუფალი ზონის" ოფისში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან 15:00 საათისთვის დაიწყო.
აქციის მონაწილეების განცხადებით "თავისუფალი ზონის“ ოფისში შეკრებილია ის ხალხი, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, ხალხს აწამებდნენ და პატიმრებს აუპატიურებდნენ.