"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი ინიშნება
საქართველო, 24 სექტემბერი,
საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ
"გურია ნიუსი" ავრცელებს. ჯანყარაშვილის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნას კი "ქართული ოცნების" იურიდიული სამსახურის უფროსი
თედო კობახიძეც ადასტურებს.
მისი განაცხადებით,
"პარტიის სამდივნოში ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები კერძოდ, შემოდის ახალი აღმასრულებელი მდივანი და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის დამფუძნებელი წევრი ზვიად ჯანყარაშვილი".
შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავია და ის შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელი იყო.