საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე

sazog-2საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მიღებაზე გენერალურ ასამბლეაში მონაწილე დელეგაციების მეთაურებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა. საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა იმნაძე დაესწრნენ.