ნიუ-იორკში კლინტონების სახელით მიღება გაიმართა
საქართველო, 24 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან
ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, ექსპრეზიდენტ
ბილ კლინტონისა და მისი მეუღლის
ჰილარი კლინტონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. მიღებას მსოფლიო პოლიტიკური ელიტის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
ჰილარი და ბილ კლინტონებთან საუბრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ნუნუკა თამაზაშვილმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.