უცხოეთი
საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკის გეგმა, რუსეთის საზღვართან კედლის მშენებელობის თაობაზე, შეუძლებელს გახდის მოსკოვთან რაიმე სახის ურთიერთობების აღდგენას, - განაცხადა კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა.
„კედლის მშენებლობა, ჩემი აზრით, შეუძლებელს გახდის საერთოდ რაიმე ურთიერთობების აღდგენას. სადღაც, სხვათა შორის, ახალ ანეკდოტს მოვკარი ყური: იაცენიუკის კედელი ეს მცირებიუჯეტიანი „მანერჰეიმის ხაზია“. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ არავითარი კედელი არ იქნება. რიტორიკა - რიტორიკად, ცხოვრება კი სულ სხვაა“, - განაცხადა ივანოვმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში.