სამართალი
თენგიზ ერისთავის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მრგვალ ბაღში საპროტესტო აქცია გამართეს

1eristavi-sam-3-mtსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ისინი ერისთავის დაკავების ფაქტს აპროტესტებდნენ და აცხადებენ, რომ იგი უკანონოდ არის დაკავებული. აქციაზე სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინაც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ერისთავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის იქნა დაკავებული. ერისთავის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ არ იცის, რას აკეთებს პოლიცია. ოჯახის წევრთა განცხადებით, ოჯახი და ახლობლები ყველა ხერხს მიმართავენ, რომ დაკავებულის უდანაშაულობა დაამტკიცონ.

1eristavi-sam-3-qv