სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები აჭარაში სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ

1departament-sam-1-mtსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ინტენსიურმა წვიმამ ქალაქ ბათუმში ჭაობის და ბონი-გოროდოკის დასახლებაში, ასევე, მაიაკოვსკის, ლერმონტოვის, 26 მაისის ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია.

მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ აჭარის ა/რ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სხვა შესაბამისი სამსახურები. ასევე ადგილზე იმყოფებიან ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.

ჩატარებული ერთობლივი, კოორდინირებული რეაგირების შედეგად, მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. სამაშველო ჯგუფებმა ოპერატიულად მოახდინეს საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუირება, წყალში ჩარჩენილი ავტომანქანებიდან მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების გადმოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

1departament-samart-1-1
1departament-samart-1-2 1departament-samart-1-3