აქტუალური
საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე "ფესიბუქის" გვერდზე ავრცელებს.
"ბატონი ბიძინას ლოცვა-კურთხევით, დაყადაღებულია მიშა სააკაშვილის საბანკო ანგარიშები. ოღონდ, პროკურატურას დაეზარა იმის გარკვევა, თუ რომელი ბანკის მომსახურებით სარგებლობდა ექს-პრეზიდენტი და მოითხოვა ყველა ბანკში ყადაღის დადება, აი ასე, თუკი სადმე რამე აქვს.
სასამართლომაც დაარტყა ბეჭედი. ამ ნაკვეთებზე რაღატო იწვალეს, არ ვიცი. დაეყადაღებინათ ზოგადად - "ყველაფერი". მადლობა იმ ბრძენ კაცს, კანონის უზენაესობა რომ დაამკვიდრა",- წერს კახიძე.