აქტუალური
ვალერი გელბახიანი: „ალასანიას სიტყვა ან გადაწონის პრეზიდენტს, ან მთავრობის მეთაურს“

1gelbaxiani-aqtual-2საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. პირველ რადიოსთან საუბრისას გელბახიანმა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას ნეიტრალურ პოზიციაზე ისაუბრა.

მისი პირადი დამოკიდებულებები და პირადი განცხადებები აისახება მისი პარტიიის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რის გამოც ის იყო ფრთხილი. თუმცა მისი პარტიის წევრებმა, სამთავრობო წარმომადგენლებმა აშკარად და ღიად გამოხატეს დაპირისპირება პრეზიდენტთან, რაც მე მგონია, რომ უფრო ტაქტიკური ნაწილი უნდა იყოს, რათა მთავრობაში არ გაჩნდეს ბრალდება ალასანიას მიმართ, რომ ის არღვევს სამთავრობო ერთიანობას და ის უნდა დაისაჯოს. ჩემი აზრით, საჭიროების შემთხვევაში ის იტყვის საბოლოო სიტყვას და როგორც ჩანს, ეს საჭიროება ჯერ არ დამადგარა.მისი სიტყვა ან გადაწონის პრეზიდენტს ან მთავრობის მეთაურს",- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.