ლედი გაგა ათენში შიშველი ჩავიდა
საქართველო, 23 სექტემბერი,
საქინფორმი. მსოფლიო შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური მომღერალი ათენში ნახევრად შიშველი ჩავიდა. ის ტრაპზე მკერდზე მისაწებებელი ნიჟარებით ჩავიდა. იმპროვიზირებული ბიუსტჰალტერის გარდა, მას თეთრი ბადის ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
ტრაპიდან ჩამოსვლის შემდეგ ის ორმა ნახევრად შიშველმა მამაკაცმა ხელში აიყვანა და სასტუმროს კართან ათენელების ოვაციების ფონზე მიაცილა.