საზოგადოება
“მთელი ქართველი ერი ერთითა გულითა და ერთითა სულითა აღავლენს ლოცვებს, საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის. დღეს არის შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან.
დღეს ყოველივე მსოფლიო დაუტევოს ზრუნვაი. ვიფიქროთ ჩვენს სულზე, სამშობლოზე.
სახლშია ადამიანი თუ ტაძარში, გზაში თუ სამსახურში, ყველაფერი დატოვეთ, დადექით მუხლებზე, აღაპყარით ხელები ზეცას და ვთქვათ ლოცვა:
“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”
ღვთისმშობელმა დედამ ისმინოს ლოცვა სრულიად საქართველოსი,”- ბრძანა უწმიდესმა.