„ნიუ-იორკ თაიმსი“: ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ტაფტის უნივერსიტეტმა თანამშრომლობაზე უარი უთხრა
საქართველო, 23 სექტემბერი,
საქინფორმი. გამოცემის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობას აპირებდა, „
მაგრამ მაისში უნივერსიტეტმა განცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ უცდია მუშაობის დაწყება მშობლიურ სასწავლებელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა, ერთ-ერთი პროფესორის თქმით, სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა იურიდიულ სკოლაში მისთვის სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა მოსინჯეს“, - აღნიშნავს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, სააკაშვილის კრიტიკოსი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ იურიდიული სკოლის ლიდერები შეშფოთებულნი არიან: „საერთაშორისო ტრიბუნალს არ უნდა გაესამართლებინა?“ მიტჩელი ასევე გამოთქვამს „შეშფოთებას მისი ქცევის გამო“.