პოლიტიკა
აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა

1John-polit-2საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დახვდა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.
საქართველოში  ვიზიტი ფარგლებში, აშშ-ის არმიის მდივანსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ნატოს სამიტის შედეგად საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში  ამერიკული მხარის  ჩართვა.

აშშ-ის არმიის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 22 სექტემბერს დასრულდა.