უცხოეთი
საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ვარშავა არ გეგმავს უკრაინის კონფლიქტში ჩარევას და არ აპირებს კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა განაცხადა.
კოპაჩს მიაჩნია, რომ პოლონეთი არ უნდა იქცეს შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილედ უკრაინაში.
„მთავარი ეს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი და ჩვენი ბავშვებია“, - განაცხადა კოპაჩმა და განმარტა, რომ პოლონეთი ევროკავშირთან ერთობლივად იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერაზე.
„თუ დიდი ევროპული ოჯახი გადაწყვეტს, უკრაინას დაეხმაროს, ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ“, - დასძინა მან.