უცხოეთი
უკრაინაში თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ხელმძღვანელებს შორის კონფლიქტი ჩაღდება

Arsenii-ucx-1საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავდაცვის სამინისტროდან თავისი კოლეგა ვალერი გელეტეის განცხადება იმის შესახებ, რომ ნაცგვარდიის ბატალიონების მეთაურებს შორის პარტიულ სიაში ნამდვილი გმირები არ არიან.

დიახ, ბატონო მინისტრო, გენერალ-პოლკოვნიკო, - მე ზუსტად ვიცი - ყველა ნამდვილი გმირი თქვენს შტაბში, ჯარების აღჭურვის აპარატში მუშაობს, - აღნიშნა ავაკოვმა თავის „ფეისბუქ-გვერდზე, - თქვენი გამონათქვამები სამხედრო და ადამიანური ეთიკის ჩარჩოებს ცდება... ბოდიში მოიხადეთ“.

წინა დღეს ჟურნალ „ფოკუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გელეტეიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პოზიტივს, როცა უკრაინის პარტიების წინასაარჩევნო სიებში ნაცგავრდიის ბატალიონების მეთაურთა გვარები ხვდება. „ნამდვილ გმირებს პარტიულ სიებში თქვენ ვერ ნახავთ“, - განაცხადა მან.