რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მიშა, და როცა ივანიშვილი მილიონობით დოლარს გაძლევდა, მაშინ არ იყო უწიგნური და მობანდიტო? რა ეშველება ცხინვალელების სახლებს, „გრადებით“ რომ გაანადგურე 2008 წელს, ღამით, და ქვეშ მათი პატრონები დამარხე?!“

ARN-pol-3-red-1-MT2014 წლის 20 სექტემბერს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა კომენტარი გაუკეთა YouTube-ზე, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, დღეს კი ძებნილი განსაკუთრებით საშიში დამნაშავე ნიუ-იორკიდან ბიძინა ივანიშვილზე ჩივის, რომელსაც „უწიგნურს, მობანდიტოს, დაულაგებელს, დაბოღმილს, ბუნებისგან დაჩაგრულს, მახინჯი სულის მქონე ოლიგარქს უწოდებს, რომლის გამოც საქართველოში დეგენერატიზმი ხდება“. საკუთარ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში სააკაშვილი ნიანგის ცრემლებს ღვრის თავის სახლებსა და მიწებზე, რომლებსაც წინა დღით ქართულმა სასამართლომ ყადაღა დაადო.

 „მიშა, და როდესაც შენ ივანიშვილს მილიონობით დოლარს ხვეწნა - მუდარით ართმევდი, მაშინ ბიძინა უწიგნური და მობანდიტო არ იყო?! შენს სახლებს დღეს რომ დასტირი, იმ ცხინვალელების სახლებს რა ეშველება, რომლებიც „გრადებით“ გაანადგურე 2008 წლის 7 - 8 აგვისტოს ღამით და იმ კედლების ქვეშ მათი პატრონები დამარხე?! არამზადა, გახსოვს უპატრონო მშიერი ბავშვები, რომლებსაც 5-7 წლით ციხეში ყრიდი 1 (ერთი) პურის ქურდობის გამო?! გარყვნილო, ხომ არ დაგავიწყდა, როგორ ყიდდა თავის სახლებს, პროცესუალური შეთანხმების გასაფორმებლად ათასობით პატიმრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახი, რომლებსაც შენი სიამოვნებისთვის ციხეებში ანალურ ხვრელებში ცოცხებით აწამებდნენ და ამას ვიდეოზე იღებდნენ?! და რა ეშველება ბიზნესმენების სახლებს, რომლებსაც ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ართმევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თვალი დაადგეს შენმა იაფფასიანმა მეძვებმა?! რამდენი სახლი და ოჯახი დაანგრიე, ნაძირალა?! ახლა კი, როცა სასამართლომ ყადაღა დაადო შენს სახლებსა და მიწებს, დაჩივლებას ბედავ და ნიანგის ცრემლებს ღვრი?!

როცა ჩვენ ვერ ვიხდიდით გაზის საფასურს, ვერ ვყიდულობდით მშობლებისთვის წამლებს, ჩვენმა ბავშვებმა კი დაივიწყეს, როგორ გამოიყურება ხორცი, შენ, ქურდო,  ბიუჯეტის ფულით მსოლფიოს საუკეთესო კურორტებზე დასეირნობდი შენს კახპებთან და მეგობრებთან ერთად, ჩუქნიდი მათ სამკაულებს, ავტომანქანებსა და ბინებს, მსუქან უკანალზე მასაჟს დოქტორი დოტი გიკეთებდა და ღორივით თქვლეფდი ყველაზე ძვირ რესტორნებში, მილიონობით დოლარს ხარჯავდი ძონძებზე, საათებსა და ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან გაბიჟვინებული შენი სახის პლასტიკურ ოპერაციებზე! მანიაკო, საკუთარ იახტაზე ორგიებს რომ აწყობდი, არ გიფიქრია, რომ საზღაურის გადახდის დღე დადგებოდა?!

ერთ რამეში კი მართალი ხარ - საქართველოში დღეს ნამდვილად ხდება „დეგენერატიზმი“, იმიტომ, რომ შენ, სამხედრო დამნაშავესა და სერიულ მკვლელს, მილიარდერსა და ნარკობარონს, სასაცილო ბრალდებები წაგიყენეს და ამერიკაში გაძრომის საშუალება მოგცეს! შენ ყველაზე ერთგულ მეგობრებს უღალატე, რომლებიც დღეს შენი გულისთვის ციხეში სხედან, შენ გაგვყავი ჩვენ, ქართველები, ორ ნაწილად და და დათესე ჩვენ შორის სასიკვდილო მტრობა! ჩამოდი, თუ კაცი ხარ, და დაჯექი ციხეში მათ მაგივრად!

მაგრამ რისი ჩამომსვლელი ხარ, გაიძვერა? შენ ხომ საკუთარი ცოლი გაყიდე, ბავშვთან მიატოვე და მართლსაჯულებას გაიქეცი, თუმცა, მზვერავი სანდრა, შენთან შედარებით - სამმაგი კაცია! „აწი ჩემი ფუნქციონირება საქართველოში შეუძლებელია!“ - თვითონ აღიარა „ცე-რე-უ“-შნიცა სანდრამ იმავე დღეს - 20 სექტემბერს - იმავე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამსტერდამიდან.

ხო, სხვათაშორის, მიშა, რამდენი მილიონი დოლარი ღირს შენი საკუთარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, საქართველოში რომ ახალ „ფერად“ - „ყაყაჩოების რევოლუციას“ ამზადებთ?!

რამდენი სახლი გაქვს ევროპასა და ამერიკაში, რამდენი ფული გიდევს ანგარიშებზე უცხოეთის ბანკებში, აფერისტო?! რამდენს იღებდი თვეში ნარკოტიკების ტრანზიტში ავღანეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით და რა ფულით ცხოვრობ დღეს არხეინად აშშ-ში, დაფრინავ მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინაში, სადაც „საქართველოს გადარჩენის შტაბს“ ინახავ?! რა ფულით ცხოვრობს შენი ოჯახი და პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებებში რა ფულით სწავლობენ შენი ნაშიერები, ავადმყოფო?! შენი საყვარელი ბებიის პენსიით ხომ არა?! - წერს არნო ხიდირბეგიშვილი.

ARN-pol-3-red-1-qve