პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ს ელჩის პასუხი პრესის შეკითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით
Otvet-polit-1საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. რიჩარდ ნორლანდი: „განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი. მოვუწოდებ ყველას, მას თვალი შეავლოს. მინდა, ვთქვა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მაგალითად, სახელმწიფო მდივანმა კერიმ საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე 19 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის შესახებ დებატებზე მიიწვია. საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი 26 სექტემბერს, თეთრ სახლში, ჯანდაცვის უსაფრთხოების მსოფლიო კონფერენციაზე მიიწვიეს. ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად სამომავლო დღის წესრიგზე“.