უცხოეთი
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები მსოფლიო ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს

Jaicob-zar-3საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-სა და ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისას, გაუჭირდება ზიანის მიუყენებლობა სხვა სახელმწიფოთა ეკონომიკებისთვის, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ, რომლის სიტყვებიც „იტარ-ტასს“ მოჰყავს.

ვფიქრობ, რომ სანქციებმა, რომლებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანაშრომლობით შევიმუშავეთ, უდიდსი გავლენა მოახდინა რუსეთსა და მის ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ლიუმ, რომლის თქმითაც, სანქციები რფ-ს მიმართ იმგვარად მომზადდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონოდა ევროპის, აშშ-ისა და მსოფლიო ეკონომიკისათვის.

თვალსაჩინოა, რომ სანქციების გაფართოებისას სულ უფრო რთული ხდება გვერდითი მოვლენების თავდიან აცილება“, - აღიარა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

ჩვენი მიზანია დარტყმა არ მივაყენოთ გლობალურსა და რუსეთის ეკონომიკას. ჩვენი მიზანია შევცვალოთ ის, თუ რაგვარად იღებენ გადაწყვეტილებას რფ-ის ლიდერები“, - განმარტა მან.