უცხოეთი
იაროში პოროშენკოს იანუკოვიჩის ხვედრით დაემუქრა

IaroS-zar-2საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინული რადიკალური დაჯგუფება „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დიმიტრი იაროშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს სახელმწიფოს ჩამოგდებული  მეთაური ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი ემუქრება, თუ ის გონს არ მოეგება.

ასეთი რეაგირება მოახდინა იაროშმა უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონზე დონბასის რიგი რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ. ამის შესახებ, რია ნოვოსტის ცნობით, მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „თუ პიოტრ ალექსეევიჩ პოროშენკო გონს არ მოეგება, ჩვენთან, უკრაინაში ახალი პრეზიდენტი და მთავარსარდალი იქნება... თუ ვინმეს არ სჯერა, წერილი მისწეროს იანუკოვიჩს. ის დაადასტურებს, რომ განუხორციელებელი განხორციელდება“, - დაწერა იაროშმა.

თავად კანონზე საუბრისას „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა მას ანტინაციონალური უწოდა, ხოლო ფარული კენჭისყრა ამ საკითხზე „იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის არმქონედ“ შეაფასა.