უცხოეთი
მუსიკის მასწავლებელი მოსწავლეების გარყვნაში ამხილეს
UCilka-zar-1საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. 45 წლის ბრიტანელი მუსიკის მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ათრობდა და მათთან სექსს აჩაღებდა. ცნობილია, რომ ჯენიფერ ფილიპ-პარსონსის „ხაფანგში“ 13-დან 17 წლამდე ასაკის ბიჭები და ახალგაზრდები ხვდებოდნენ, რომლებსაც იგი სახლში, წვეულებებზე იტყუებდა. ახალგაზრდები არა მარტო თვრებოდნენ, არამედ სექსიც ჰქონდათ მასწავლებელთან, რომელიც ზოგჯერ პარტნიორებს იცვლიდა.