სამართალი
შსს-მ თაღლითური დაჯგუფება გამოავლინა

Taghlitebi-samart-2საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი.  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს 12 პირს: გიორგი მ, გიორგი კ, მერაბ მ, გია კ, გიორგი კ, თამაზ ბ, ანა ბ, ზაქარია ფ, ნანი ბ, ჯიმშერ რ, კონსტანტინე კ. და ნუგზარ , ხოლო იგივე ბრალდებით სოსო . დააკავეს.

ბრალდებულებმა 2013-2014 წლებში მონახეს მათთვის სანდო პირებზე, ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შეადგინეს მათი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული აქტების თანახმად, ნაკვეთები ნდობით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ საკუთრებაში 1997 წელს გადაეცათ. ბრალდებულებმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს, ხოლო შემდეგ თითოეულ მათგანზე დარეგისტრირდა ექვსას-ექვსასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს. სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 597 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტისა და ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.