შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სუბუტექსი ამოიღო
საქართველო, 19 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი
გიორგი მ. სარფში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 93 აბი „სუბუტექსი“ და 46 აბის ნატეხი ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 1,003 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.