აქტუალური
საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის ქართველ ჯარისკაცებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო კოინები გადასცა ასევე, ყანდაღარის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მაიკლ ფანტინიმ.
დაჯილდოების ცერემონიალი ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე, ბანაკ ”ბრედლი სმიტის” ტერიტორიაზე გაიმართა. ცერემონიალს სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელობასთან ერთად, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო.