საზოგადოება
თბილისის მერია: “დავით ნარმანიას ინიციატივა თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება“

Papava-sagad-2საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შეშფოთებას, რომ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, იქ სადაც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება, გაზგასამართი სადგური უნდა აშენდეს, თბლისის მერია პასუხობს.

ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა. პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები.

რაც შეეხება თსუ მაღლივ კორპუსთან მიმდინარე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას, მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით. ამასთან, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.