საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის სენატის საქართველოსა და კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

France-sazog-1საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა და საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალენ გურნაკმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ქვეყნის პირველმა პირმა  მადლობა გადაუხადა ფრანგ სენატორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის  მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში არსებულ  ვითარებაზე იმსჯელეს და უკრაინაში შექმნილი კრიზისიც განიხილეს.

ალენ გურნაკმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის მისიაში საქართველოს მონაწილეობისა და ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცისათვის.