პოლიტიკა
ჩერქეზთა კონგრესი თბილისში

nugzar-tsiklauriდღეს, 22 ნოემბერს, ჩერქეზთა კონგრესის ლიდერი და წევრები თბილისში ჩრდილოეთ კავკასიის თემისადმი მიძღვნილ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ. დელეგაციამ ერთიანი კავკასიის იდეისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და რეგიონში საქართველოს როლზეც გაამახვილა ყურადღება. ჩერქეზთა კონგრესის ლიდერის - რუსლან კეჩევის თქმით, საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას ადგას.
„ის რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას ადგას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კავკასია ასეთი ფორმით, როგორც დღეს არსებობს, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მემკვიდრეა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩერქეზების სახელმწიფო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე აღარ არსებობს და ეს რუსეთის დამსახურებაა“.
დელეგაციას მასპინძლობდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში ჩამოდიან არა მხოლოდ დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, არამედ უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ორგანიზაციები.