პოლიტიკა
საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „გალფნიუსი“ და „ემირატს 24/7“ წერენ.
„გალფნიუსის“ ინფორმაციით, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრემ, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტები ეხმარება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ძლიერ პარტნიორობას აყალიბებს და ხელს უწყობს ორი ქვეყნის განვითარებას.
„აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს ორი ქვეყნის ინსტიტუციების და მთავრობების კოორდინაციის საკითხი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და საგანმანათლებლო სფეროებში“, - წერს „გალფნიუსი“.
„ემირატს 24/7“-ის ინფორმაციით, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს და ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.