ნარიშკინი: „აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები ერთმანეთის მიმართ უნდა შემოიღონ“
საქართველო, 18 სექტემბერი,
საქინფორმი. სახდუმის სპიკერი
სერგეი ნარიშკინი მიიჩნევს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა, კიევის რეჟიმის მხარდაჭერისთვის, რომელმაც ზავი დააღვია, როცა ეუთოს დამკვირვებელთა კოლონას ესროლა, ერთმანეთის მიმართ სანქციები უნდა შემოიღონ.
„ზავი მთლიანობაშ შენრჩუნებულია, თუმცა ორი დღის წინ უკრაინის სამთავრობო ჯარების ქვედანაყოფებმა ეუთოს დამკვირვებელთა კოლონას ცეცხლის გაუხსნეს, ანუ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტი სამათავრობო ჯარების მხრიდან. ამ შემთხვევაში, სანქციების ლოგიკით ევროკავშირმა უნდა გამოუცხადოს სანქციები აშშ-ს, რომელიც მხარს უჭერს კიევის ამჯამინდელ რეჟიმს და პირიქით, აშშ-მა სანქციები უნდა გამოუცხადოს ევროკავშირს, რომელიც, ასევე, მხარს უჭერს კიევის რეჟიმს“, - განაცხადა ნარიშკინმა.