უცხოეთი
-გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ბოდიში ჩვენი მედიისა დ ამთავრობის საქციელის გამო. დასავლეთის ერები, აშშ-ით სათავეში, რუსეთთან ომს აჩაღებენ. გონიერ ადამიანს ესმის ომის საზარელი შედეგები და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ის არ დაუშვას. ეს სწორედ ისაა, რასაც თქვენ აკეთებთ. მიუხედავად მთელი სიცრუისა და პროვოკაციებისა, თქვენ არ უშვებთ ბირთვული ომის გაჩაღებას, - ნათქვამია მიმართვაში.
საიტის შემქმნელებს ჩამოთვლილი აქვთ დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის მისამართით გამოთქმული სულელური ბრალდებები.
-ნოვოროსიის მცხოვრებთა წინააღმდეგ ამბოხებული ნეონაცისტების ბანდები დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერით სარგებლობენ. რუსეთს მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულებით, ის უკრაინის არმიის მიერ იქნა ჩამოგდებული. თქვენ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევთ დონბასისა და ლუგანშჩინის მოსახლეობას, თქვენ კი იარაღის მიწოდებაში გადანაშაულებენ. რატომ გახდით მაინცდამაინც თქვენ ამ პროვოკაციების სამიზნე? - კითხულობენ ევროკავშირისა და ამერიკის მცხოვრებლები.