სამართალი
„როგორც მითხრეს ბიწოშვილი „ოცნებამ“ გამოგზავნა“- რაფალიანცების პასუხი ადვოკატის სკანდალურ განცხადებაზე

BicoSvili-samart-2საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. რაფალიანცების ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილის სკანდალურ განცხადებას (ვიდეო იხ. აქ), რომ ბავშვის სიკვდილში „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, დაღუპული ბავშვი დეიდა დალი მექერიშვილი ეხმაურება.
საჯაია ჩამოდიოდა და გვეუბნებოდა ვიდეო არსებობს, სადაც ადამიანი ჰყვება ვინ არის დამკვეთი და ჩამდენიო. როგორც კი მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, გავუშვებთ ამ ვიდეოსო. ლალი შარშანდელის მერე არ მინახავს. ეს ამბავი რომ მოხდა, მეორე კვირა იყო უამრავი ხალხი ჩამოვიდა, მაშინ არ ვიცი საიდან გაჩნდა ეგ და ვარლამ ხანთრიძე და თქვა, რომ იქნებოდა ჩვენი ადვოკატი. არც ფული, არაფერი სხვა არ მოუთხოვია. მე როგორც ვიცი „ქართულმა ოცნებამ“ გამოგზავნა, იმათ ადვოკატი იყო“,- განაცხადა დალი მექერიშვილმა „პირველ რადიოსთან“.

რაც შეეხება ლალი ბიწოშვილის ბრალდებას, რომ ბავშვის დაღუპვაში დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, მექერიშვილი ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია, რომელ პოლიტიკურ ძალას მიუძღვის ბრალი.

მთავარია ნამდვილი მკვლელი დაიჭირონ... დაადგინოს შსს-მ ეს ყველაფერი მართალია თუ არა. ლალი რომ იძახდა, მაშინებდნენო, გაიგოს პოლიციამ, ვინ აშინებდა“, - განაცხადა მან.