აქტუალური
საქართველომ ათასწლეულის დეკლარაციის მიზნების შესრულებისთვის ჟენევის მინისტერიალზეპოზიტიური შეფასება მიიღო

Ministerial-aqtual-2საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველომ  ათასწლეულის დეკლარაციით გათვალისწინებული გლობალური მიზნების შესრულებისთვის ჟენევის მინისტერიალზე პოზიტიური შეფასება მიიღო. მაღალი დონის მინისტერიალს, რომელიც რომელიც გაეროს ეგიდით ჟენევაში 15-16 სექტემბერს გაიმართა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და სხვა ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მინისტერიალის თემა იყო „2015 წლის შემდგომი მსოფლიოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები“.

საქართველომ პოზიტიური შეფასება მიიღოათასწლეულის 2000 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული გლობალური მიზნების შესრულებაში, როგორებიცაა - პროგრესი სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, ბავშვთა სიკდილიანობის შემცირება, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ.“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ.