აქტუალური
საერთაშორისო სწავლება „Sea Breeze 2014“

Sea-breeze-aqtual-1საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2014“ ჩატარდა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის ოფიცრებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე მრავალეროვნული ადმინისტრაციული შტაბიდან ხმელეთსა და ხომალდებს შორის  კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებდნენ.

აშშ-უკრაინული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „Sea Breeze 2014“ ყოველწლიურად იმართება. წელს, ქართველ ოფიცრებთან ერთად, საზღვაო წვრთნაში უკრაინის, აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, თურქეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. წვრთნაში ასევე, მონაწილეობდა გამანადგურებელი ხომალდი - ,,ROSS” (აშშ), ფრეგატი - ,,TORONTO” (კანადა),  ფრეგატი - ,,ADM DE BORBON” (ესპანეთი), კორვეტი - ,,BUYUKADA” (თურქეთი), ფრეგატები - ,,E.SEBASTIAN” და  ,,R.FERDINAND” (რუმინეთი), ასევე, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის ხომალდი ,,H.SAHAIDACHNIY” და სხვადასხვა კლასის სარაკეტო, საპატრულო და დამხმარე კატარღები.