საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

Nanuka-sazog-3საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. ექსპრემიერმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი სავარაუდო ჟურნალისტობის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით პირველად ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

არ მგონია შეშლოდა ჩემი გვარი! კარგად უნდა იცოდეს! არაერთხელ შემოუთვლია მადლობა ბერას გადაცემაზე (ბერამ გადმომცა პირადად) (რამდენჯერმე ირაკლიმაც მითხრა ღარიბაშვილმაც!) და უთქვამს, რომ ჩემს გადაცემაში ბერას პირველი გამოჩენა სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო! (ესეც ღარიბაშვილისგან ვიცი) ბიძინას სავარაუდო წამყვანობაზე არცერთ "ნანუკას შოუში" არ მისაუბრია! ან თქვას, რომ იცრუა! ან აღიაროს, რომ შეეშალა გვარი წამყვანის!

P.s. პოსტი დავდე ფბზე და გავიგე GS თანამშრომლებისგან, რომლებიც მარწმუნებდნენ, რა მაგარი არხი ხდებოდა GS, იმიტომ რომ იქ ბიძინა გადაცემას იწყებდა და უფრო მეტიც! ისიც კი მითხრეს რა ერქმეოდა გადაცემას! სტუდიაც კი სავარაუდოდ როგორი იქნებოდა!!!", - წერს ჟორჟოლიანი.