საზოგადოება
მხარეებმა KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
საუბარი შეეხო ასევე „აჭარის წყლის“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ინტეგრირების საკითხს.
KFW-ს წარმომადგენლებმა, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა გააცნეს და რამდენიმე რეკომენდაციაც მისცეს. აღსანიშნავია, რომ KFW უახლოეს პერიოდში ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დასაწყებად ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში განახორციელებს.