პოლიტიკა
საქართველოს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრება

Palata-polit-2საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
დელეგაცია, სავაჭრო-სამრწველო პალატის თავმჯდომარის მეთაურობით, აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრება, რომელიც თბილისში 29 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და მოჰამედ თანი ალ რემეითიმ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში სხვადასხვა სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გამოითქვა იმედი, რომ მხარეებს შორის საინტერესო თანამშრომლობა შედგება.