რა ურთიერთობა აქვს ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს ვარშალომიძესა და ახალაიასთან?
საქართველო, 17 სექტემბერი,
საქინფორმი. მმართველი გუნდიდან გარიცხული
მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ბათუმის მოქმედი მერი
ახალაიასთან დაახლოებული პირი იყო და ის დღესაც მეგობრობს
ლევან ვარშალომიძის ოჯახთან. დუმბაძის თქმით, ბათუმის მერია "ნაციონალური მოძრაობის" კადრებით არის სავსე.
„ერმაკოვმა ბათუმის ვიცე მერად დანიშნა ადამიანი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის მეორე დღეს გამოსცა განკარგულება ჩემი საგანმანათლებლო კომპიუტერული ცენტრის დაყადაღების შესახებ, იმის გამო, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაში ვმონაწილეობდი და თბილსში აჭარიდან ჩასულ აქტივისტებს ვხელმძღვანელობდი. ეს არის ზურაბ ბერიძე, ეს კაცი დღეს ბათუმის ვიცე მერია და ქართულ ოცნებას წარმოადგენს“,- განუცხადა მურმან დუმბაძემ „ასავალ დასავალს“.