სამართალი
მოძრაობა "დაბრუნება" აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს გადაყენებას ითხოვს

Dabruneba-samart-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ორგანიზაციის განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს , ხოლო აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია რუსეთის პრეზიდენტის ინტერესების გამტარებელია.

აფხაზეთის ხელისუფლებამ ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით, ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადებით, გამოკვეთილად ანტიდასავლური, კრემლოიდური პარტიის ნომენკლატურიდან გამომდინარე თვითნებურად დანიშნეს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, შექმნეს მთავრობა და რეორგანიზაციის საბაბით ჩაატარეს საკადრო წმენდები. საჯარო თანამდებობებზე ახალი კადრები შეირჩა ნათესაური, კლანური და, რაც მთავარია, აგრესორის და ოკუპანტი-რუსეთისადმი სრული ლოიალურობის ნიშნით. სწორედ ამიტომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები წარმოადგენს გადაუდებელ სახელმწიფოებრივ საკითხს,"-განაცხადეს მოძრაობა "დაბრუნების" წევრებმა.