აქტუალური
სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

Potok-aqtual-2საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 149 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და  ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი 6 თვის განმავლობაში  ბაზა ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში ეტაპობრივად რამდენიმე კვირაში იქნება.