აქტუალური
დაჯილდოების ცერემონიალს ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, სამხრეთის რეგიონალური სარდლობის და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვი ბატალიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში, „საჰაერო ძალების“ ბაზაზე ასრულებს მისიას. ბატალიონის მთავარ ამოცანას კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს.