საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „მისი გუნდიც დაბნეულია, მისი გუნდის უმრავლესობა ვერ ახერხებს, პრეზიდენტს სწორი რჩევა მისცეს, რადგან მის განწყობას კითხულობენ და თან სკამებს უფრთხილდებიან!”
Komanda-saz-3-an-3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუს ფრაგმენტებს აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ bit.ly/1qQ9j3X და Facebook-ზე Bidzina Ivanishvili & Media).
“ამგვარი ვითარება „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს - ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილის აშკარა მხარდაჭერას არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ. ცდილობენ როგორმე დაიახლოონ... ისინი ეთამაშებიან, რომ როგორმე გუნდიდან სოლიდური წევრი (მარგველაშვილი) გადაიყვანონ ოპოზიციაში და გუნდში განხეთქილება გამოიწვიონ. ეს არის რეალობა და სად არის ანალიზი, სად არის მედია?
ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. 
პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში არის ხალხი, რომ მას უთხრან, სად არის შავი და სად - თეთრი, თუმცა ვერ ბედავენ, საკუთარ თავს უფრთხილდებიან და პატიოსნება გვერდზე აქვთ გადადებული. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს“
, - განაცხადა ივანიშვილმა.