საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „რამდენიმე გამოხმაურების გარდა, არავინ აღარ შფოთავს და ზრუნავს სააკაშვილზე. ეს არის რეალობა. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ვერც ერთ ევროპელსა თუ ამერიკელს ვერ ვუსაყვედურებთ, რატომ აქვთ ეს კითხვები...”

Saaka-saz-2-an-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუს ფრაგმენტებს აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ bit.ly/1qQ9j3X და Facebook-ზე Bidzina Ivanishvili & Media).
როგორ მიაწვდი ინფორმაციას, ისე მიიღებს. ამიტომ ევროპა და ამერიკა კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ ჩვენი თავი! რთულია დღევანდელი მთავრობისთვის, დღევანდელი საზოგადოებისთვის მთლიანად იმ პროცესებისგან თავის დაცვა, რაც მიმდინარეობს დღესნაციონალური მოძრაობისლიდერების დასჯასთან, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. უამრავი კითხვა არსებობს ევროპაში, კითხვები აქვთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და პროკურატურის ხვედრი ძალიან მძიმეა - მაქსიმალურად დაასაბუთოს და გამჭვირვალე გახადოს პროცესები, უნდა წარმოადგინოს უამრავი მტკიცებულება. პრეზიდენტს სინამდვილეში დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნა დოკუმენტებისთვის გრიფისაიდუმლო“...

ვიმეორებ - საშინელ ზეწოლას განიცდის მთავრობა, მეც კი მწვდებიან დღესაც, ვინც ახერხებს, რომ კითხები დამისვან - რა ხდება, არის თუ არა პოლიტიკური დევნილი სააკაშვილიო? ამ ფონზე, როდესაც ერთი თვე არ ხსნის გრიფს, ელემენტარულ საბუთს და იმავდროულად აცხადებ, რომ შენ კონკურენციაში გინდა იყო მთავრობასთან, ეს საბოლოოდ, რა თქმა უნდა, აზარალებს ქვეყანას. მარგველაშვილს უმრავლესობასთან ურთიერთობა არ აქვს, რადგან ამის სურვილი არ გააჩნია - იფარგლება მხოლოდ მიმოწერით”, -  განაცხადა ივანიშვილმა.