პოლიტიკა
საპრეზიდენტო ტერმინალში საქართველოს დელეგაციას არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილე შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, საპრეზიდენტო ურთიერთობების მინისტრი და საემიროების საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარე, სახელმწიფომინისტრი აბდულა გობაში დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს პრემიერ-მინისტრის და დუბაის მმართველის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მიწვევით ესტუმრა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან - ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.