უცხოეთი
Forbes: “აშშ-მა რუსეთთან საქმიანი კავშირები უნდა დაამყაროს და არა დაანგრიოს ისინი!“

Forbes-zar-3საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-თვის განა უკეთესი არაა რუსეთთან მეტი მაღალტექნოლოგიური ალიანსი დაამყაროს იმის ნაცვლად, რომ დაანგრიოს ის მცირედიც, რაც უკვე არსებობს? - აცხადებს „ფორბსის“ ჟურნალისტი კრისტოფერ ჰელმანი.

რფ-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა ნავთობგაზის გიგანტმა ExxonMobil-მა შესაძლოა „როსნეფტთან“ კარსის ზღვაში ჭაბურღილის სადაზვერვო ბურღვის ერთობლივი პროექტის რეალიზაცია შეაჩეროს. ჰელმანს მიაჩნია, რომ „Exxon“-მა და “როსნეფტმა“ ასეთი სიტუაცია გაითვალისწინეს და პროექტის შეჩერება აქციონერებს წაადგებათ. ყველაზე კეთილსასურველ პირობებშიც კი - ანუ აშშ-ის მხრიდან სანქციების არასებობისას კარსის ზღვაში პირველი ნავთობის მოპოვებას 5 წელზე ნაკლები როდი დასჭირდებოდა. გასაკვირი არაა, რომ „ექსონისა“ და „როსნეფტის“ ხელშეკრულება საბადოების გეოლოგიური შესწავლის პერიოდს 2020 წლამდე ითვალისწინებდეს.