უცხოეთი
„კიევსკაია რუსის“ მე-11 ბატალიონის მებრძოლთა ცოლები უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან პიკეტს აწყობენ
Zheni-zar-2საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ტერიტორიული თავდაცვა „კიევსკაია რუსის“ მე-11 ბატალიონის მებრძოლთა ცოლებმა პიკეტი მოაწყვეს. ქალები ირწმუნებიან, რომ მათი ქმრები უკვე ორი კვირა დებალცევოსთან ალყაშi არიან და მოლაშქრეთა მხრიდან ცეცხლს ექვემდებარებიან. ქალები მოითხოვენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიიღოს ზომები მეორე „ილოვაისკის ქვაბის“ თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის მინისტრის მოადგილე პეტრ მეხედი აქციის მონაწილეებთან გავიდა, თუმცა, მათ შეკითხვებს არ უპასუხა.