უცხოეთი
დონეცკელმა სახალხო მოლაშქრეებმა უკრაინელი ძალოვანების ბატარეა გაანადგურეს, რომლის ცეცხლშიც ეუთოს დამკვირვებლები მოხვდნენ

Doneck-zar-1საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. წინა დღეს ეუთოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამკვირვებელთა ჯგუფი ცეცხლში მოყვა. მოგვიანებით ორგანიზაციაში დააზუსტეს, რომ მისიის ავტომანქანასთან ნაღმმტყორცნის 19 ჭურვი აფეთქდა. „დამკვირვებლებს არავინ გაუფრთხილებიათ იმის შესახებ, თუ საით მიემართებოდნენ და როდესაც დონეცკს ნაღმმტყორცნების ცეცხლი გაეხსნა, ბუნებრივია, იყო საპასუხო ცეცხლიც ქალაქისთვის სროლის შესაწყვეტად“, - განაცხადა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ზახარჩენკომ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლი, რომელმაც დააზიანა ეუთოს ავტომანქანა, უკრაინელმა ძალოვნებმა გახსნეს.

მან აღნიშნა, რომ ნაღმმტყორცნები, რომლებიც ქალაქსა და დამკვირვებლებს ესროდნენ, განადგურებულია.