სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების მიზეზად პირდაპირ დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ პარტიული დირექტივების უგულებელყოფა, რაც მისი მხრიდან წარმოადგენს ცალსახა აღიარებას, რომ მმართველი პარტია ცდილობდა თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაში ჩარევას და მისი კანონიერი უფლებების შეზღუდვას:
„ქართული ოცნების“ ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება თვითმმართველობის კოდექსს და ერთი ერთში იმეორებს საბჭოთა პრაქტიკას, სადაც გადაწყვეტილებებს ფორმალურად იღებდნენ უმაღლესი საბჭოები და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოები, ხოლო რეალურად - პარტიის ცენტრალური კომიტეტი. ამგვარი პრაქტიკა აბსოლუტურად წარმოუდგენელია დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში.
აღნიშნული პრეცედენტი საბოლოოდ კლავს თვითმმართველობის ილუზიას საქართველოს რეალობაში.