სამართალი
პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გიორგი არველაძის კომპანიაში ირიცხებოდა!

ArvelaZe-samart-2საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანი კანონი თავისუფლება“ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხაჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძემ წარმოადგინა გაფორმებული ხელშეკრულებები 2008-2013 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ, რომელთა ჯამურმა მოცულობამ 2 779 790 ლარი შეადგინა.

ჭულუხაძის განმარტებით ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის №10 (17.01.2012), №804 (14.05.2012) ბრძანებებით და საქართველოს მთავრობის №1379 განკარგულებით გამოყოფილ თანხებზე, რომელიც ჯამში 1 105 197 ლარს შეადგენდა. ხელშეკრლებების ასლებიდან ირკვევა, რომ №805 ბრძანებით გაფორმდა ხელშეკრულება შპს „აი პი არ საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტთან“, რომლის ღირებულება 74 960 ლარს შეადგენდა“.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 674 593 ლარი „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას“ და „საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას“ მოხმარდა. ერთ-ერთი ხელშეკრულება გაფორმდა ასევე შპს „აი პი არ საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტთან.

ჯამში კომპანია “IPR“-მა ამ 2 ხელშეკრულებით 145 760 ლარი მიიღო. ხელშკრულების პირობების შესაბამისად, კომპანიას დამკვეთისთვის უნდა განეხორციელებინა კვლევები და დახმარებოდა უწყებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“, - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ გაფორმებული ქონდა ოთხი ხელშკრულება, საიდანაც სამი გაფორმებული იყო კომპანია „გრინბერთან“ (1 168 580 ლარი), ხოლო ერთი ლობისტურ კომპანია - „ითაკა ჯგუფთან“ (435 212 ლარი). სწორედ „ითაკა ჯგუფის“ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ლობირებას საერთაშორისო დონეზე.

კომპანია „აი პი არ საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი იმ დროისათვის იყო მაშინდელი ხელისუფლების გუნდის წევრი და ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე. ამ კომპანიის გასხვისება სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა. კერძოდ, 12 ოქტომბერს კომპანია გასხვისდა ლიტვის მოქალაქე ვინმე დავით ვარდიძეზე“, - აცხადებს ჭულუხაძე.