საპატრულო დეპარტამენტის განმარტება დარიალის სასაზღვრო–გამტარი პუნქტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით
საქართველო, 16 სექტემბერი,
საქინფორმი, საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო–გამტარი პუნქტი დარიალი დღეის მდგომარეობით მუშაობს შემდეგი რეჟიმით:
დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე. ეს
განპირობებულია იმით, რომ ღამის პირობებში, ნულოვანი ხილვადობის დროს შეუძლებელია რისკის მქონე მონაკვეთების ვიზუალური გაკონტროლება.