აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოსს დომინიკ მამბერტის შეხვდა
Vatikan-aqtual-2-mtსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საუბრისას ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ყურადღება ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის თაობაზე გაამახვილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.

მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ქრისტიანული ძეგლების საკითხი. თავის მხრივ, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვატიკანი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას და კვლავაც განაგრძობს მის მხარდაჭერას. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში რომის პაპი ფრანსისკო პირველი მოიპატიჟა.

Vatikan-aqtual-2-qv